რა შეთანხმება მოხდა არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ „ომეგამ“ თანხის გადახდა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბიზნესის განვითარება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.
„რა ინფორმაციაც მაქვს, კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. თუ არ ვცდები, უკვე რამდენიმე მილიონია გადახდილი. ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში კეთილდღეობას ქმნის, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ასაქმებს ადამიანებს.
მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას შევუწყოთ ხელი. რა შეთანხმება მოხდა, არ ვიცი, მთავარია, კომპანიამ თანხის გადახდა დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.