2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39მლნ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯა. 2018 წლის 5 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.
დადგენილების მიხედვით, სულ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყოფილია 39 136 784 ლარი, აქედან უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე დაიხარჯება 28 272 634 ლარი, არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის – 1 002 300 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის – 2 242 850 ლარი.
საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ 28 ოქტომბერს გაიმართება.
არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.