ოქუაშვილი ისევ გმირია, თუ დაიბრუნა გორელი ვაჭრის სტატუსი?, - ამ კითხვით თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
"სიგარეტის ქარხანაც გაუხსნეს და აქციზური მარკებიც მისცეს. ეს დურაკი ბიძინა ვერ ხვდება, რომ მაგით მხოლოდ დაადასტურა ჩანაწერის არსებობა სადაც 4 მილიონს სთხოვდა. არადა გუშინ ცრემლი გადმოყარა პენსიონერები პენსიას ვერ მიიღებენ ოქუაშვილი გადასახადებს თუ არ გადაიხდისო.
ვაჭრების აშენებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს", - წერს ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ „ომეგა ჯგუფს“ წარმოების განახლების უფლება მიეცა.