ზაზა სარალიძე კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება, მასთან მოსანახულებლად მალე მივალ, - აღნიშნულის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენს" სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.
ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს. იქ ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს პოლიციელზე თავდასხმისთვის უნდა დაეკითხათ.
ცნობისთვის, ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აქციის განახლებას დღეს, საღამოს 7 საათიდან გეგმავენ.