10 სექტემბრიდან ცდილობდნენ ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას, - ამის შესახებ სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც ზაზა სარალიძის დედასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფება.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მოთხოვნა ზაზა სარალიძის გათავისუფლებაა.
"10 სექტემბრიდან ცდილობდნენ ჩემი ან ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას. დღეში ორჯერ, სამჯერაც ხდებოდა ეს ყველაფერი. შეზღუდული გვქონდა ყველაფერი, რომ პარლამენტის შენობის წინ ცოტა ადამიანურად გვეგრძნო თავი - ამ წვიმაში ან სიცივეში პარკისმაგვარი რაღაც მაინც გადაგვეფარებინა, გვზღუდავდნენ, მაგის საშუალებას არ გვაძლევდნენ",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაზა სარალიძეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.