ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოში კორუფციის გარკვეული დონე არის, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს, მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის ალაგმვა თავისთავად საჭირო რამ არის.
„ჩვენ კორუფციას ძალიან კონკრეტულ პრიზმაში აღვიქვამთ. კორუფციული გარემო ამერიკული კომპანიებისთვის ართულებს შეღწევას და თავისუფალ საქმიანობას. ჩვენ ამას აღვიქვამთ ამერიკული ინტერესების საგნად. კორუფციისგან თავისუფალი გარემო ხელს უწყობს ამერიკულ ბიზნესებს, აწარმოონ საქმიანობა“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.