12 ნოემბერს, 17:00 საათზე გალერეა "ვერნისაჟში" (ზუბალაშვილების ქ. 7) ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფური გამოფენა "პეიზაჟი 2" გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ლევან აბრამიშვილის, მიშა არბოლიშვილის, გიგა კობიძის, გოგი ხახუტაშვილის, სოსო ქუმსიაშვილის,
ალექსანდრე აჭარაძის, გურამ ხეცურიანის, გიორგი ოსიტაშვილის,
გოგა ჭედიას ნამუშევრები.
გალერეა მუშაობს ყოველდღე, 12-დან 7 საათამდე. გამოფენა გაგრძელდება 18 ნოემბრამდე.