ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო.
„ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.