სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განწყობა ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მოწოდებულია, რომ ყველა საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს გამოუვა.
კილაძის განცხადებით, ოპოზიციის ხმაური გასაგებია, რადგან მათი მიზანია, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ მისივე თქმით, საბოლოო ჯამში საზოგადოება დემოკრატიულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს.
„სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განწყობა ვიცი. ის „ქართული ოცნების“ პათოსს იზიარებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ, სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი მზაკვრული და საზიზღარი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.