პარლამენტის სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს დეკემბერში განიხილავს. მანამდე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველა საკითხთან დაკავშირებით გამართავს კომიტეტის სხდომებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის ანგარიში არის საკმაოდ მოცულობითი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაავალა ნოემბრის განმავლობაში მოხდეს საკითხის შესწავლა, ხოლო დეკემბერში უკვე ანგარიშის სასესიო განხილვა გაიმართება.
თავის მხრივ, გია არსენიშვილი აცხადებს, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხდომების გარკვეული ნაწილი ჩატარდეს დახურული ფორმატით, რათა კომიტეტმა სრულყოფილად შეძლოს ანგარიშში დასმული საკითხებში გარკვევა და სასესიო განხილვისათვის კომიტეტი მზად იყოს.