მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისევ ისეთია. გუშინ მეუღლესთან დაურეკავს, ისეთი ხმა ჰქონდა, არ მომეწონაო, მითხრა მეუღლემ - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, სუბელიანი მკურნალობის კურსს კვლავ გადის.
ცნობისთვის, მირზა სუბელიანმა რამდენიმე დღის წინ, საპყრობილეში თვითმკვლელობა სცადა. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან გამოსაკითად მისულმა გამომძიებლებმა მისი გამოკითხვა ვერ შეძლეს.