ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ, უკვე ყველაფერზე მიდიან, ბავშვზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა, ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?! - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს.
ჩანაწერში სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ.
სუბელიანი ამბობს, რომ გამოძიებას ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას გაწირვა უნდა.
„იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან, ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე? დანგრეული არ მაქვს ცხოვრება? მისთვის უკვე რა აზრი, აქვს სად იქნება. დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მარა სწორი იქნება? ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა, შენ ხომ იცი, ამ ბავშვს პატრონი აღარ ჰყავს, არც ჩემებს ჰყავს და არც არავის...“, - ამბობს სავარაუდოდ, სუბელიანი.