დღეს, 2 სექტემბერს, თელავში, ღია ცის ქვეშ, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთში ღია პირველობა გაიმართება.
პირველობაში კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის: თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და სიღნაღის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირში გამარჯვებულები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულს დააჯილდოვებს კომპანია "ნატახტარიც".
ღონისძიების ორგანიზატორია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
"ახალგაზრდობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა. მონაწილეობის მიღების სურვილს ბევრი გამოთქვამს", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა.