მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის გიორგი გახარიას დაბარებით რაიმე პასუხებს მივიღებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მირზა სუბელიანი არის ხელისუფლების ბინძური, უკანონო დავალებების შემსრულებელი.
„სწორედ ამიტომ, მას ტყვეობაში ჰყავს აყვანილი სახელმწიფო უწყებები და მათზე ახორციელებს ზეწოლას არა მხოლოდ შანტაჟის გზით, არამედ სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფებებით მუქარის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს თუნდაც გახარიას დაბარებით საკანონმდებლო ორგანოში რაიმე პასუხებს მივიღებთ. ერთადერთი გამოსავალი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სახლში, მშვიდობიანად გაცილება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს.