ძალიან მძიმე კადრებს ვუყურებთ ეს დღეები, საუბედუროდ, ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში, რის შედეგადაც მართლმსაჯულება, პოლიტიკა, წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები.
„სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავროებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ პოლიტიკურად 28 ოქტომბერს“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება და უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ბოლო მოეღებათ.
„გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა აწაპნოს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხის, ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს,“ - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.