მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი, - ასე უპასუხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შეკითხვას - როგორ უყურებს ის პარტიის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს.
"შეიძლება ციხის სინდრომიც არის, რომ ყველაფერი იმ სურათებში მეჩვენება, რაც იყო ჩემს დაპატიმრებამდე. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს საერთო მიზნის მისაღწევად. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე ვერ ვყოფ ამ ადამიანებს. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა ის ადამიანი, რომელთაც მგონია, რომ ერთი და იგივე ფასეულობები გააჩნიათ და საბოლოო ჯამში ერთი მიზანი გააჩნიათ, იქნებიან ერთად და მე მინდა ისინი ერთად იყონ და ერთად იბრძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად. მე მინდა, რომ ჩემი მთელი ენერგია მოვახმარო საერთო ძალების გაერთიანებას და თუ შემდეგ შევხედავ, რომ ეს ვერ ხერხდება, მერე მივიღებ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, - თქვა ვანო მერაბიშვილმა.