ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი თვითონ ვერ გაერკვნენ, რაში არიან გართულები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.
"მე ამ გამოძიების შედეგებს დაველოდები. როგორც მომავალმა პრეზიდენტმა, არ შეიძლება ამაზე რამე შეფასება დღეს გავაკეთო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.