მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის [ნიკა გვარამიას] არანორმალურ განცხადებებსა და კომენტარებს საერთოდ არც კი უნდა ვპასუხობდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას Facebook პოსტთან დაკავშრებით განაცხადა.
„ვინ არის ეს ადამიანი თავისი ბიოგრაფიით და თავისი წარსული საჯარო საქმიანობით, რომ საზოგადოებიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის არანორმალურ განცხადებებსა და კომენტარებს საერთოდ არც კი უნდა ვპასუხობდეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.