დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ.
"თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, არც თქვენ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. არც ერთი არ მახსოვს ისინი, მაგრან ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ", - განაცხადა მარგველაშვილი.