ხვალ, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი აღნიშნავს, ხვალინდელ სხდომაზე მოხდება კომისიის დებულების დამტკიცება და ასევე კომისიის მდივნის და თავმჯდომარის მოაგილის არჩევა.
რაც შეეხება მდივნისა და თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს სავარაუდოდ, ამ თანამდებობებს უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია და "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაიკავებენ.
"კომისიაში ფრაქციის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ერთ-ერთი უკვე კომისიის თავმჯდომარეა. იმისთვის კი რომ კომისია იყოს შეკრული მიმაჩნია, რომ ეს ორი თანამდებობა უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ",- აცხადებს ბაღათურია.
სავარაუდოდ კომისიის მდივანი გახდება ლაშა თორდია, თავმჯდომარის მოადგილე კი ლევან ვეგხვაძე, თუმცა ეს საკითხები დაზუსტებით უკვე ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება. კომისიის სხდომა ხვალ 13:00 საათზე პარლამენტში გაიმართება.