ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის ქვეყნის ავღანეთიზაცია, კოლუმბიიზაცია და პაკისტანიზაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად.
„ერთხელ მოიყვანეთ „მორფინისტების“ ცოლები და დედები და ალაპარაკეთ, რა დღეები აქვთ გადატანილი,“ – განაცხადა დეკანოზმა.
კითხვაზე, კანონის მიღების შემთხვევაში, როგორი იქნება სასულიერო პირების დამოკიდებულება, ის ამბობს, რომ „ჩვენი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ხალხი, ვისაც ასეთი კანონი შემოაქვს, არ აირჩიოთ, სადავეები ქვეყნის არ ჩაუგდოთ ხელში".
ცნობისთვის, მარიხუანას მოხმარების საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რასაც სასულიერო პირებიც დაესწრებიან.