"ნაციონალურმა მოძრაობის" ინფორმაციით, 18 სექტემბერს, საპარლამენტო ფრაქციამ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე დაიბარა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
მათი ინფორმაციით, ფრაქციის მიერ მინისტრის დაბარება ეხება კომპანია "ომეგა"-სა და ტელეკომპანია „იბერიი"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
"ასევე, ფრაქცია ფინანთსა მინისტრს სხდომაზე სთხოვს წარუდგინოს ეკონომიკური გათვლები, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, რომ კანაფის წარმოებით 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში შესაძლებელი იქნება ერთი მილიარდი ლარის საექსპორტო პროდუქციის შექმნა", - აღნიშნავე პარტიაში.
მინისტრს, ფრაქციის სხდომაზე, მიმდინარე კვირის ბოლომდე ელიან.