ასე ეგონათ არამარტო ძველი, პირველი საუკუნეების ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ, ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე.
„თითოეული ის ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ პროგრამის მხარდამჭერი, არის დამნაშავე ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს.
ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ასე ეგონათ არამარტო ძველი, პირველი საუკუნეების ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ, ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მამა დავითმა.