12 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისივე განმარტებით, 26 ელჩი შეხვედრებს მაღალ დონეზე გამართავს და როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
"ასეთი ვიზიტები იშვიათად ხორციელდება და ჩვენს მისიას ევროკავშირში ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შემდგარიყო", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, დიპლომატები საქართველოში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ვერ ჩავლენ, იქ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციებს შეაგროვებენ, რასაც შემდგომ თავიანთი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს გააცნობენ.
ორგანიზაციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 26 წარმომადგენელი თბილისში 14 ნოემბრამდე დარჩებიან.