ხვალ, 30 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება.
გასაყიდი ობიექტებია თბილისში, მუშტაიდის პარკის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 200 000 აშშ დოლარი; იყიდება ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 56 000 აშშ დოლარი; თბილისში, კახეთის გზატკეცილი №36ბ-ში მდებარე მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 25 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.
თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, II მიკრო/რაიონში, III კვარტალში, №4 კორპუსის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება კი 16 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.