წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, რათა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს, - განაცხადა 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა.
როგორც ია განმარტავს, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ვეფხია ბაქრაძისთვის საკმაოდ მძიმე ბრალის დამტკიცება მოხდეს.
"ვეფხია ბაქრაძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ასევე მას ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ქორწინების იძულება და კიდევ არაერთი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. თეიმურაზ ბაქრაძეს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა. საქმეზე წარმოდგენილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო სხდომის განხილვა დახურულია, ვინაიდან საქმე შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას. აქედან გამომდინარე მტკიცებულებების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ მტკიცებულებზე დაყრდნობით: მოწმეთა ჩვენებები, ჩვენებების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით და ექსპერტიზებზე დაყრდნობით წარედგინა ახალი ბრალდებები", - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა