ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებამდე მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ, ნათია გაბოძემ გააკეთა კომენტარი. როგორც ის განმარტავს, მისთვის ემოციური დღეა, რადგან იმ ადამიანთან უწევს შეხვედრა, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული.
"დღეს მოწმე ვარ. ძალიან მძიმე დღე მაქვს და ამ ეტაპზე ადეკვატურ პასუხს ვერაფერზე ვერ გაგცემთ. მე თვითონ ძალიან დიდ ემოციებში ვარ, იცით ვისთან მიწევს დღეს შეხვედრა და ნახვა", - განაცხადა გაბოძემ.