30 და 31 აგვისტოს ბათუმის ახალ ბულვარში ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი" თანამედროვე მუსიკის ფესტივალს გამართავს. ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, სლოგანი კი - "ჯანმრთელი მსოფლიო".
ფესტივალის ფარგლებში იტალიიდან მოწვეულია თანამედროვე მუსიკის ცნობილი შემსრულებელი ედო მელა და 6 ქართველი შემსრულებელი.
სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ღონისძიების მიმდინარეობისას ვიდეორგოლები გავა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პროპაგანდას.
ფესტივალზე დასწრება უფასოა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.