პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს.
ჟურნლისტების შეკითხაზე, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რომ იოსებ გოგაშვილი თანამდებობიდან თანხების მითვისებისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გაუშვეს, ბახტაძე ამბობს რომ ამაზე კომენტარს თავად უწყება გააკეთებს.
"რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს, ვფიქრობ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აჟიოტაჟი",- განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.