დღეს, 25 აგვისტოს, ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
ქართველი კინორეჟისორი ცნობილია "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს თავის შემოქმედებას.
გიორგი დანელია სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთხანს არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი "მე დავდივარ მოსკოვში", ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით, ხრუშჩოვის "დათბობის პერიოდის" ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია "მიმინო" (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში და "შემოდგომის მარათონი" (1980) - თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორცეცხლსშუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს "არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას" - "ქინ-ძა-ძა".
დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას 1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მოგვიანებით დანელიამ კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე იქორწინა.
რეჟისორმა რამდენიმე ანიმაციურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის კინოაკადემიამ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის მას საპატიო ჯილდო მიანიჭა.