საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.