პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი შეფასებით, საქართველოს რუსეთის სახით ჰყავს მეზობელი, რომელიც გვანგრევს, თურქეთის სახით კი მეზობელი, რომელიც გვიშენებს.
"ჩვენი წარმატება იზომება იმით, რამდენი კარგი მეგობარი გვყავს და რამდენი რამ გავუკეთეთ ჩვენ მოქალაქეებს. რა გაგვიკეთა თურქეთმა? იმ დღესვე, როცა რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმი, თურქეთმა ის სიმბოლურად გაგვიუქმა, იმ კვირებში, როცა ჩვენ ჩაგვიკეტეს ჩვენი მთავარი ბაზარი, თურქეთმა დაიწყო მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც ანგრევს და გვყავს მეზობელი, თურქეთის სახით, რომელიც გვიშენებს", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, გორის რაიონის სოფელ საბერიონში დევნილებისთვის ახალი სახლების გადაცემის ცერემონიაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ გავა დრო და თურქეთის მაგალითს რუსეთის მივაძავს.