ახალი ბერლინის კედელი სწორედ საქართველოზე გადის და სანამ ის არსებობს, ევროპა წყნარად ვერ დაიძინებს, _ ამის შესახებ შიდა ქართლში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც ის გორის რაიონის სოფელ საქაშეთში დევნილებისთვის ახალი სახლების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
"მინდა ყველა ევროპელ პოლიტიკოსს ვუთხრა, რომელთა უმეტესობა ჩვენ გვერდით დაგვიდგა, ყოველთვის, როცა ჩვენი მიწის ოკუპანტთან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრებენ, კარგად გაიხსენონ თავისი ბერლინის კედელი და ის მავთულხლართები, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დევნილ ქართველებს თავისი კარმიდამოსგან, თავისი ხეხილ-ბაღებისგან ჰყოფს", - განმარტა სააკაშვილმა.