"რუსეთთან ღმერთის მიერ ბოძებული საზღვარი კავკასიონის ქედია და ის მავთულხლართებისგან გაკეთებული ახალი საზღვრებით არასდროს შეიცვლება", - ამის შესახებ შიდა ქართლში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც ის გორის რაიონის სოფელ საქაშეთში დევნილებისთვის ახალი სახლების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
"კავკასიის ულამაზესი ქედი, რუსეთთან ღმერთის მიერ ბოძებული საზღვარია და ის ახალი, მავთულხლართებისგან გაკეთებული საზღვრებით არასდროს შეიცვლება. წარსულში ბევრი დამპყრობელი შეეცადა საქართველოს საზღვრის აქეთ გადმოტანას, მაგრამ როგორც კავკასიონია მარადიული, ისეა მარადიული საქართველო და მისი საზღვრები", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.