კინოკომპანია Graundswell Prads -მა და პროდიუსერმა ჯონ მორისმა კენ აულეტის წიგნის ეკრანიზაციის უფლება მოიპოვეს. წიგნში აღწერილია Google -ის შემქმნელების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ცხოვრება.
ერთ-ერთი პროდიუსერის, მაიკლ ლონდონის განცხადებით, ფილმში აღწერილი იქნება ორი ახალგაზრდის ცხოვრება, რომლებმაც შექმნეს კომპანია და "შეცვალეს მსოფლიო". ასევე ის, თუ როგორ შეცვალა გარემომ ისინი და შეძლებენ თუ არა გაუმკლავდნენ ბიზნესის ძირითად პრინციპებს, სადაც მორიდებულებისა და პატიოსნების ადგილი ნაკლებადაა.
ჯერჯერობით არ ხმაურდება, როდის გამოვა ფილმი ეკრანებზე, თუმცა ცნობილია, რომ ამჟამად შემოქმედებითი ჯგუფის შერჩევა მიმდინარეობს.