საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შემდეგ შემოსავლების სამსახურის მომსახურეობა ნაწილობრივ ფასიანი გახდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ფასიანი გახდა ის მომსახურეობები, თუ კი სუბიექტს ამა თუ იმ მომსახურეობის მიღება ვადაზე ადრე უნდა, ვიდრე მისი მიღება კანონდემდებლობის შესაბამისად გაწერილ ვადაში უფასოდაა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით მისაღებად სუბიექტს დამატებით 400 ლარიდან 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ხოლო აღნიშნული ნებართვის მიღება კანონით დადგენილი 20 დღის ვადაში სუბიექტისათვის არის უფასო.
მეწარმეს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების მიღება, 6 თვის განმავლობაში 2 ათასი ლარი დაუჯდება.
შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუსაო დღეზე მეტ ვადაში უფასოა, ხოლო ერთ დღეზე ადრე _ 10-დან 20 ლარამდე დაუჯდება.
გადამხდელის ინიციატივით, არაგეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარება, 1 000 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის _ 10 000 ლარი, ხოლო 1 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის 30 000 ლარი ღირს.
საბაჟო საწყობის საქმიანობის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემა მეწარმისათვის 20 სამუშაო დღეში უფასოა, ხოლო დაჩქარებული წესით, 10 სამუშაო დღეში ნებართვის მისაღებად კლიენტს ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება; 10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი.
საფოსტო გზავნილის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა კილოგრამზე ჯდება 1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.
წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა 2 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში არის უფასო, ხოლო 2 დღეში მის მისაღებად მსურველს 40 ლარის გადახდა, ხოლო 4-დან 8 საათსი მისარებად 100 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო 1 საათიდან 3 საათის ვადაში აღნიშნული სერთიფიკატის მისაღებად სუბიექტს 150 ლარის გადახდა მოუწევს.
მსუბუქი ავტომანქანის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა 500 ლარი ღირს, ხოლო გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის მისარებად ერთ სამუსაო დღის ვადაში 400 ლარია გადასახდელი, ხოლო 1 დრეზე მეტ ვადაში კი 200 ლარი.
"საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის" წიგნაკით საქონლის გადაზიდვისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემა 4 საათსი მსურველს 400 ლარი, ხოლო 1 დღეში 300 ლარი დაუჯდება. აღნიშნული მოწმობის მიღება 1 დღეზე მეტ ვადაში კი მსურველებს 200 ლარად შეუძლია.
საგადასახადო ორგანოს წინასწარი გადაწყვეტილება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, 10 დღეზე მეტ ვადაში 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის 1000 ლარი ღირს, ხოლო სხვა პირებისათვის _ 5000 ლარი. აღნიშნული მომსახურეობის მიღება მსურველს 10 დღეზე ნაკლებ პერიოში 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის ღირს 30 000 ლარი; ხოლო სხვა პირებისათვის 15 000 ლარი.
გადასახადის გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა 1 დღის ვადაში მსურველებისათვის 500 ლარი, ხოლო 2 დღეში- 100 ლარი ღირს.
გადამხდელისათვის ყადაღადადებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე თანხმობის გაცემა ერთ დღეში 250 ლარი, ხოლო 2 დრეში 50 ლარი ღირს.
საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის მოხსნა ერთი სამუსაო დღის განმავლობაში 20 ლარადაა შეფასებული. საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია 5 დღეში არის უფასო, ხოლო 1 დღეში რეგისტრაციისათვის კი კლიენტს 1 აპარატზე 20 ლარი დაუჯდება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო