ჟურნალ Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების სია.
მსახიობებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს ჯორჯ ქლუნს, რომელიც წელიწადში 239 მილიონ დოლარს იღებს. თუმცა, ეს მეტწილად უკავშირდება არა მის სამსახიობო კარიერას, არამედ მის ბიზნესს კომპანია Casamigos-დან. წერს Forbes-ი.
თუმცა, ცნობილი ადამიანების საერთო რეიტინგში ქლუნი იკავებს მხოლოდ მეორე ადგილს. მას უსწრებს ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელიც წელიწადში 285 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი არ იყვნენ რეიტინგში გასულ წელს.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა მოდელი კაილი ჯენერი 166,5 მილიონი დოლარით წელიწადში.
ასევე პირველ ათეულში მოხვდნენ ამერიკელი ადვოკატი ჯუდიტ შეინდლინი - 147 მილიონი, მსახიობი დუეინ ჯონსონი 124 - მილიონი, ჯგუფები U2 - 118 მილიონი, და Coldplay - 115 მილიონი, ფეხბურთელი ლიონელ მესი - 111 მილიონი, მუსიკოსი ედ შირანი - 110 მილიონი და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ - 108 მილიონი აშშ დოლარით წელიწადში.