საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის გაერთიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს დასავლელ მეგობრებს ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ დაგეხმარეთ თქვენ გერმანიის გაერთიანებაში, თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენ რათა საქართველო მშვიდობიანად გავაერთიანოთ", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის ქვეყნის ოფიციალურ პირებთან.
გაიმართა ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა ქვეყნის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან გიდო ვესტერვალესთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში არსებული ვითარება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას შევარდნაძემ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების მიუღებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოში _ კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახალი "ბერლინის კედელი" ააშენა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ბერლინის კედლის დანგრევისა 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში გერმანიის მთავრობის მიწვევით მონაწილებდა.
მასალის გამოყენების პირობები