თბილისს დღეს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის თავმჯდომარე ლინდა დიუფილდი ეწვევა.
ლინდა დიუფილდს ხვალ, 9 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ჯერ ერთობლივ პრესკონფერენცია გაიმართება, შემდეგ კი ბაქრაძე და დიუფილდი ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტის შენობასაც დაათვალიერებინებს.