ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისში, სუამის საპარლამენტო ასამბლეის გაფართოებული, მე-4 სხდომა გაიმართება.
სხდომა "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის.
სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სუამის დელეგაციები (სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციები, სუამ-ის გენერალური მდივანი, ბალტიის ასამბლეის დელეგაცია, საქართველოში სუამ-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს სხვა უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები, სხვა მოწვეული სტუმრები) თბილისში დღეს ჩამოვლენ.
სხდომა "შერატონ მეტეხი პალასში" 12:00 საათზე გაიხსნება და ორი დღე გასტანს.
დელეგაციები საქართველოდან 11 ნოემბერს გაემგზავრებიან.