13 ივლისს, 20:30 საათზე, „მწვანე ქალაქი ლისზე“ თიბისის მხარდაჭერით რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“.
ღონისძიებას მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები დაესწრებიან.
რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. მომღერალს 13 ივლისს 65 წელი შეუსრულდებოდა.