“მოსმენების შემდეგ დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ ეს ინფორმაცია გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ,“ - ეს განცხადება „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, დღეს კომისიის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ექსპერტების მიმართ კითხვები ეხება გამოყენებული ცივი იარაღების რაოდენობას, ჭრილობების მიმართულებებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტებს დახურული ფორმატით უსმენენ. ექსპერტების გამოკითხვა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მათ გარდაცვლილთა ჭრილობებთან დაკავშირებულ დეტალებზე და რიგ დელიკატურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, სხდომა დაიხურა.