„პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ივანიშვილის გუნდში როგორი გადანაცვლებები მოხდება,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს ცვლილეები მოქალაქეების მდგომარეობას არ შეცვლის, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მთვრობის მორიგ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
„ევროპული საქართველოსთვის“ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ივანიშვილის გუნდში როგორი გადანაცვლებები მოხდება - გააერთიანებენ სამინისტროებს, გადააადგილებენ, ვინმეს მოადგილედ გადაიყვანენ თუ ვინმეს მინისტრად. ეს არ ცვლის, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.