ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მთავრობის ხშირმა ცვლილებამ, შეიძლება, MAP-ის მიღების პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ნატო-ს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას არ უწარმოებია პოლიტიკური კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის დიდ ქვეყნებში, რომ საქართველომ წევრობიკენ გზაზე გარღვევა მოახდინოს.
„სამიტამდე სულ მცირე ხნით ადრე მოხდა მთავრობის შეცვლა, რაც რა თქმა უნდა საქართველოს შანსებს, რომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ამცირებს. სამწუხაროდ ეს მოსალოდნელი არ არის“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.