„ჩვენ მაღალი რეპუტაციის მთავრობა გვჭირდება და თუ მასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები იქნება, ეს მთავრობის რეპუტაციას მხოლოდ დააზიანებს,“ - ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა. ამასთან, მან იმაზე ისაუბრა, რომ იუსტიის მინისტრ თეა წულუკიანს “გარედან უფრო გამოსდის შეფასებების კეთება, ვიდრე მაშინ, როცა ის პროცესების შუაში იმყოფება“.
“თეა წულუკიანის თაობაზე სწორედ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, როგორც საზოგადოება თვლის საჭიროდ. ჩვენ ვართ დამოკიდებული ამომრჩეველზე - როგორც ამომრჩეველი გვეტყვის, ისე უნდა მოვიქცეთ,“ - დასძინა ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.