თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმეების - მოკლული გოგონას ჩვენებები სრულ თანხმობაშია ბრალდების პოზიციასთან.
"დაცვის მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა. დაკითხული იქნა ბრალდების მხარის მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე და მოკლულის დედა. მათ საქმის გარემოებების ირგვლივ არსებითი ხასიათის ჩვენები მიაწოდეს სასამართლოს.
ბრალდების მხარის პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოკლულის დედის ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით.
მოგეხსენებათ, დაზარალებულს თავის არეში მიყენებული აქვს დაზიანებები, ასევე მჭრელი საგნის - დანის მოქმედებით ყელის არეში 14 სასიკვდილო ჭრილობა. ეს დაზიანებები ექპერტიზის მიერ შეფასებულია, როგორც სიცოცხლისთვის მძიმე ხარისხის დაზიანებებად", - აცხადებს ბიბილაშვილი.