თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას მტკიცებით, მათ დღეს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად გაიგეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობამდე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს მანდატური შეესწრო.
ყენიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოლიციაში, გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში რაღაც ინციდენტი მოხდა, სკოლის დირექტორმაც და თვითონაც, მანდატურები გამოკითხეს, რომლებმაც თქვეს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდნენ.
“პირადად მე დღეს, თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ მანდატურს ამის შესახებ არ უთქვამს“, - განაცხადა მანანა თურქაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს უსვამს კითხვებს