„ევროპული საქართველოს“ წევრებს არ აინტერესებთ, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს კომისიას მოწვეულმა პირებმა", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, "ევროპულმა საქართველომ" კომისიას ის მნიშვნელოვანი მანდატი დაუკარგა, რითვისაც შეიქმნა.
"ვხედავდით, როგორ ირღვეოდა პროცედურა და კანონის მოთხოვნები, თუმცა ამის მიუხედავად,დავიცავით ჩვენი მხრიდან წესი. რაც ხდება ელენე ხოშტარიას, ან სხვათა მხრიდან არის აბსოლუტურად შეუფერებელი, უღირსი საქციელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს, გადადის პერსონალურ შეურაცხყოფაზე. მგონია, რომ ამ ადამიანებს გაცნობიერებული არა აქვთ, უფლებამოსილებები. ესენი არიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, კანონისადმი უპატივცემულოდ განწყობილი ადამიანები და ამ კომისიას „ევროპულმა საქართველომ“ მართლაც დაუკარგა ის მნიშვნელოვანი, მანდატი რისთვისაც შეიქმნა”, – განაცხადა ეკა ბესელია.