ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის კატეგორიული ნაბიჯების გადასადგმელად, რაშიც მათ ხელს პროკურატურა უშლის.
"შ.ს.ს. მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას უწევს პროკურატურა.
13.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში,რათა მივიღოთ პასუხები თუ რის ნიადაგზე არ სურთ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
იმედი მაქვს, 7 თვიანი ლოდინის შემდეგ ექნებათ რეალური პასუხები, თუ რატო დადის სადისტი მკვლელები ქუჩაში თავისუფლად და რატო არ სურს პროკურატურას მათი თავისუფლების აღკვეთა", - აცხადებს სარალიძე.