კატეგორიულად გამორიცხავ, რომ შალვა თადუმაძე პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარ პროკურორად მხარს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უჭერს.
„როცა საქმე ჩემს არჩევანზე მიდგება, მხარს შალვა თადუმაძეს დავუჭერდი, რადგან იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, სადაც პოლიტიკურ მიკერძოვებაზე უფრო მაღლა სამართლის გატარებისა და სამართლის დამკვიდრების მოთხოვნა დგას, რაც ამ გუნდმა არაერთხელ დაადასტურა. თადუმაძეს გუნდთან გარკვეული კავშირი აქვს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მას 2011 წლიდან ვიცნობ, როგორც პრინციპულს, სამართლის მოყვარეს საკმაოდ ხისტს ადამიანს იმასთან დაკავშირებით, რასაც სამართლის დაცვა ჰქვია. შალვა შავგულიძეს ყოველთვის კარგი მხრიდან ვიცნობდი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე პოზიციაზე გადავიდა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად ჩამოყალიბდა. მესამე კანდიდატურას არ ვიცნობ. შალვა შავგულიძეს დაკარგული აქვს სამართლიანობის შეგრძნება, როცა საკითხები მის პოლიტიკურ გუნდს ეხება”, – განაცხადა ვოლსკი.